понедельник, 17 февраля 2014 г.

მეცხრე დღე

დღეს შევედით ჩვენს ბლოგებზე. გადავამოწმეთ, შევასწორეთ, თუ რამე იყო შესასწორებელი ან ჩასამატებელი. გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. მოვუსმინეთ ერთმანეთს.
ბოლოს  შევაჯამეთ ტრენინგი.
ტრენინგი ჩემთვის იყო საინტერესო და სასარგებლო. ვისწავლე ბევრი ახალი რამ. კერძოდ google drive-ზე მუშაობა, პროექტის გაფორმება, ბლოგის დიზაინი, ეფექტები და ა.შ.
 დიდი მადლობა ტრენერს ხათუნა ციხელაშვილს, რომელიც მოთმინებით და კვალიფიციურად გვასწავლიდა ყველაფერს.

воскресенье, 16 февраля 2014 г.

მერვე დღე

ვიმუშავეთ ბლოგებზე.
ვისწავლეთ შაბლონის არჩევა და შეცვლა, გვერდების დამატება, ფაილის ჩაშენება და Word-ის ფაილის გაზიარება, გაჯეტების დამატება.
ძალიან საინტერესო და სასარგებლო მეცადინეობა იყო.
 დიდი მადლობა ხათუნა ციხელაშვილს.

суббота, 15 февраля 2014 г.

მეშვიდე დღე

შეფასების დროის ჩარჩოს მიხედვით შევქმენი შესაბამისი შეფასების ფორმები: მოსწავლის ნიმუშის შეფასების ფორმა, თანატოლთა შეფასების ფორმა.

მეექვსე დღე

მეექვსე დღე
განვსაზღვრე პრიორიტეტული მიმართულებები და შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი. კერძოდ, პრეზენტაცია ერატოსთენეს საცერის შესახებ. ნამუშევარი გავამდიდრე ინტერნეტში მოძიებული გრაფიკული მასალებით.

воскресенье, 9 февраля 2014 г.

მეხუთე დღე

გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
განვიხილეთ სახელმძღვანელოს მესამე მოდულში საავტორო უფლებები.
განვიხილეთ სასარგებლო საიტები.
ვისწავლეთ ბუკმაკები და თეგები ( როგორ შევინახოთ საიტის მისამართი ბრაუზერში და როგორ ვიპოვოთ შენახული საიტი).

воскресенье, 2 февраля 2014 г.

მეოთხე დღე 2.02.2014

მეოთხე დღეს განვიხილეთ საკითხები:
შეფასების დროის ჩარჩო;
მოსწავლის საჭიროებების განსაზღვრა;
პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
განვიხილეთ მეორე მოდულის
 მე-3 აქტივობა- შეფასების ფორმები, დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა.
მე-5 აქტივობა - განვიხილეთ პროექტების ნიმუშები.
მოვამზადე ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. 

суббота, 1 февраля 2014 г.

მესამე დღე 1.02.2014

მესამე დღე 1.02.2014
ძალიან საინტერესო დღე იყო. შევარჩიეთ სტანდარტები  შერჩეული პროექტებისთვის. დავწერეთ მიზნები. 
        განვიხილეთ საკვანძო კითხვების ტიპები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ჩემი პროექტისთვის მოვიფიქრე კითხვები. კითხვები ავტვირთეთ ინტერნეტში და კურსის მსმენელებმა მოვახდინეთ გაზიარება ,დავწერეთ კომენტარები.